Tuesday, November 26, 2019


ხელოვნების საწრეო მუშაობის
რეფლექსია
საწრეო მუშაობა დავგეგმე და ჩავატარე მეშვიდე კლასში 2019- 2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში (30. 09-დან  25.11-მდე).
 წრის მუშაობის შესახებ ინფორმაცია  ხელმისაწვდომი  იყო ყველა დაინტერესებულ პირთათვის, რადგან  წრის შექმნის შესახებ ინფორმაცია მშობლებს მივაწოდე სიტყვიერადაც და ელექტრონულადაც ( სოციალურ ქსელში გავაზიარე  ბლოგის მისამართი, სადაც დეტალურად მქონდა აღწერილი წრის შექმნის მიზანი).

თემა იყო „პრეისტორიული ხელოვნება“. წრის მუშაობის მიზნად დასახული მქონდა: მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, ხელოვნების აღქმის უნარ-ჩვევების, შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარების, ინფორმაციის მოძიებისა და პრეზენტაციის შექმნის უნარ-ჩვევების განვითარება.
წინასწარ დაგეგმილი მქონდა თითოეულ მეცადინეობაზე განსახილველი თემები და განსახორციელებელი აქტივობები, პირველ მეცადინეობაზე მოსწავლეებს გავაცანი წრის თემა და მიზნები, შემდეგი მეცადინეობები წარიმარეთა გეგმის მიხედვით. მეცადინეობების პერიოდში ვიღებდი ფოტოებს რაც განთავსებულია საკუთარ ბლოგზე და სკოლის ფეისბუქ გვერდზე. საწრეო მუშაობაში მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
 სამუშაო სასწავლო გარემო იყო  მშვიდი, კეთლგანწყობილ ურთიერთობებზე  აგებული. ვცდილობდი, რომ  მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები ყოფილიყო ყოველ მეცადინეობაზე. მოსწავლეები იცავდნენ ქცევის წესებს, ჩემს მიერ მიცემული ინსტრუქციები მათთვის იყო გასაგები. 
   წრის  წევრებთან ერთად, მიმაჩნია, რომ მიზანს მივაღწიეთ.
მოსწავლეებმა გამოთქვეს სურვილი, მომავალშიც, წრის მუშაობის გაგრძელების შესახებ. მათი
გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს მოსწონდათ საწრეო მუშაობა, საინტერესო აქტივობებისათვის და საერთოდ წრეობრივი მუშაობის შექმნისთვის.
     ანალოგიურად, მშობლებიც კმაყოფილებით და ენთუზიაზმით შეხვდნენ  წრის დაარსებას. აღნიშნავენ, რომ წრე იყო საინტერესო და სახალისო მათი შვილებისთვის.

Monday, November 25, 2019


სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრის გეგმა
წრის ხელმძღვანელი: თეიმურაზ გურეშიძე
წრის დასახელება: ,, პრეისტორიული ხელოვნება“
სკოლა: ოთის საჯარო სკოლა
კლასი: VII
მოსწავლეთა რაოდენობა: 4. განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.
              წრის მოკლე დახასიათება
მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთი დღე (ორშაბათი) 30.09-დან 25.11-მდე. წრის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება სახვით და გამოყენებით ხელოვნების საგნის სწავლებაში, ხელოვნების აღქმის უნარ-ჩვევების განვითარება ასევე მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა, ინფორმაციის მოკვლევისა და პრეზენტაციის შექმნის უნარ-ჩვევების განვითარება. წრეში გაერთიანებული მოსწავლეები სიღრმისეულად შეისწავლიან პრეისტორიულ ხელოვნებას.
ხელოვნების წრის თემები:
N
თვე და რიცხვი
სამუშაო თემები
1
30.09
წრის პროგრამის, მიზნების და სამუშაო გეგმის გაცნობა
2
1.10
რატომ გაჩნდა
ხელოვნების  სხვადასხვა დარგი.
3
7.10
პირველყოფილ და დღევანდელ ხელოვნებას შორის მსგავსება და განსხვავება.
4
15.10
ბუნებრივი რესურსი შემოქმედებით საქმიანობაში
5
21.10
ფერები პრეისტორიულ და თანამედროვე მხატვრობაში.
6
28.10
ვირჩევთ ფერებს.
7
4.11
ავსტრალიური რენტგენი
8
11.11
პიკასო პრეისტორიული ნახატების შესახებ.
9
18.11
პრეისტორიული ქანდაკებები
10
25.11
შეჯამება

I  მეცადინეობა
 მოსწავლეებს გავაცანი წრის მიზნები და სამუშაო გეგმა. მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები წრის შესახებ, გავაცანი შემდეგი მეცადინეობის თემა.


II მეცადინეობა
მინი-ლექციის საშვალებით მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ თუ რატომ გაჩნდა ხელოვნების სხვადასხვა დარგი ,როგორ მოქმედებს გარემო ადამიანზე და გარემოს რა ფაქტორები ზემოქმედებს ხელოვანის შემოქმედებაზე.

III მეცადინეობა
მოსწავლეებმა შეადარეს ერთმანეთს პრეისტორიული და დღევანდელი ხელოვნების ნიმუშები, რომლის სურათებიც იყო გამოკრული თვალსაჩინო ადგილას, ისაუბრეს მათ მსგავსება-განსხვავებაზე და შემდეგ შეეცადნენ თვითონვე შეექმნათ სურვილის მიხედვით რომელიმე ნიმუში. ბოლოს მოაწყვეს თავიანთი ნახატების პრეზენტაცია.

IV მეცადინეობა
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, ფოტო, ვიდეო მასალები,  იმის შესახებ თუ რას  იყენებდნენ პრეისტორიულ ხანაში შემოქმედებით საქმიანობებისათვის, ეს არის მხატვრობა, სხვადასხვა ნივთების დამზადება.

V მეცადინეობა
მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფერებზე რომელსაც იყენებდნენ პრეისტორიულ ხანაში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ისაუბრეს ფერების მიღებისა და წარმოქმნის შესახებ
VI მეცადინეობა
მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები იმ ფერების გამოყენებით რომელსაც პრეისტორიულ ხანაში იყენებდნენ

VII მეცადინეობა
მოიძიეს ინფორმაცია ავსტრალიური რენტგენის შესახებ და გააკეტეს შედარება თანამედროვესა და მაშინდელ რენტგენებს სორის.

VIII მეცადინეობა
მოსწავლეები გაეცვნენ პიკასოს მოსაზრებებს პრეისტორიული ხელოვნების შესახებ
IX მეცადინეობა
მოსწავლეები გაიყვნენ წყვილებად ერთმა წყვილმა ბიბლიოთეკაში არსებული სახელმძღვანელოების საშვალებით მოიძიეს ფოტო მასალები პრეისტორიული ძეგლების შესახებ ხოლო მეორე წყვილმა ინტერნეტის საშვალებით მოიძია იგივე სურათები. შემდეგ გააკეტეს პრეზენტაცია პოუერ-პოინტ-ში და მოაწყვეს ჩვენება თან ისაუბრეს თავიანთი მოძიებული მასალების შესახებ.
X მეცადინეობა
წრის შეჯამება. შევაჯამეთ მთელი საწრეო მუშაობის განმავლობაში ჩატარებული აქტივობები, განვიხილეთ თუ რა ცოდნა მიიღეს ამ მუშაობიდან და არიან თუ არა კმაყოფილები, მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები.



სოციალური პროექტის ავტორი თეიმურაზ გურეშიძე ასპინძის მუნიციპალიტეტი   სოფელი ო...