ხელოვნების საწრეო მუშაობის
რეფლექსია
საწრეო მუშაობა
დავგეგმე და ჩავატარე მეშვიდე კლასში 2019- 2020 სასწავლო წლის პირველ სემესტრში
(30. 09-დან 25.11-მდე).
წრის მუშაობის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყო
ყველა დაინტერესებულ პირთათვის, რადგან წრის შექმნის შესახებ ინფორმაცია
მშობლებს მივაწოდე სიტყვიერადაც და ელექტრონულადაც ( სოციალურ ქსელში გავაზიარე ბლოგის
მისამართი, სადაც დეტალურად მქონდა აღწერილი წრის შექმნის მიზანი).
თემა იყო „პრეისტორიული
ხელოვნება“. წრის მუშაობის მიზნად დასახული მქონდა: მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება,
ხელოვნების აღქმის უნარ-ჩვევების, შემოქმედებითობისა და პრაქტიკული უნარების, ინფორმაციის
მოძიებისა და პრეზენტაციის შექმნის უნარ-ჩვევების განვითარება.
წინასწარ დაგეგმილი
მქონდა თითოეულ მეცადინეობაზე განსახილველი თემები და განსახორციელებელი აქტივობები,
პირველ მეცადინეობაზე მოსწავლეებს გავაცანი წრის თემა და მიზნები, შემდეგი მეცადინეობები
წარიმარეთა გეგმის მიხედვით. მეცადინეობების პერიოდში ვიღებდი ფოტოებს რაც განთავსებულია
საკუთარ ბლოგზე და სკოლის ფეისბუქ გვერდზე. საწრეო მუშაობაში მოსწავლეები აქტიურად
იყვნენ ჩართულნი.
სამუშაო სასწავლო გარემო იყო მშვიდი,
კეთლგანწყობილ ურთიერთობებზე აგებული. ვცდილობდი,
რომ მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობები ყოფილიყო ყოველ
მეცადინეობაზე. მოსწავლეები იცავდნენ ქცევის წესებს, ჩემს მიერ მიცემული ინსტრუქციები
მათთვის იყო გასაგები.
წრის წევრებთან
ერთად, მიმაჩნია, რომ მიზანს მივაღწიეთ.
მოსწავლეებმა
გამოთქვეს სურვილი, მომავალშიც, წრის მუშაობის გაგრძელების შესახებ. მათი
გამოკითხვის
შედეგად გამოვლინდა, რომ მოსწავლეებს მოსწონდათ საწრეო მუშაობა, საინტერესო
აქტივობებისათვის და საერთოდ წრეობრივი მუშაობის შექმნისთვის.
ანალოგიურად,
მშობლებიც კმაყოფილებით და ენთუზიაზმით შეხვდნენ წრის დაარსებას.
აღნიშნავენ, რომ წრე იყო საინტერესო და სახალისო მათი შვილებისთვის.
No comments:
Post a Comment