Monday, November 25, 2019


სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრის გეგმა
წრის ხელმძღვანელი: თეიმურაზ გურეშიძე
წრის დასახელება: ,, პრეისტორიული ხელოვნება“
სკოლა: ოთის საჯარო სკოლა
კლასი: VII
მოსწავლეთა რაოდენობა: 4. განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე არ არის.
              წრის მოკლე დახასიათება
მეცადინეობა ტარდება კვირაში ერთი დღე (ორშაბათი) 30.09-დან 25.11-მდე. წრის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება სახვით და გამოყენებით ხელოვნების საგნის სწავლებაში, ხელოვნების აღქმის უნარ-ჩვევების განვითარება ასევე მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარების ხელშეწყობა, ინფორმაციის მოკვლევისა და პრეზენტაციის შექმნის უნარ-ჩვევების განვითარება. წრეში გაერთიანებული მოსწავლეები სიღრმისეულად შეისწავლიან პრეისტორიულ ხელოვნებას.
ხელოვნების წრის თემები:
N
თვე და რიცხვი
სამუშაო თემები
1
30.09
წრის პროგრამის, მიზნების და სამუშაო გეგმის გაცნობა
2
1.10
რატომ გაჩნდა
ხელოვნების  სხვადასხვა დარგი.
3
7.10
პირველყოფილ და დღევანდელ ხელოვნებას შორის მსგავსება და განსხვავება.
4
15.10
ბუნებრივი რესურსი შემოქმედებით საქმიანობაში
5
21.10
ფერები პრეისტორიულ და თანამედროვე მხატვრობაში.
6
28.10
ვირჩევთ ფერებს.
7
4.11
ავსტრალიური რენტგენი
8
11.11
პიკასო პრეისტორიული ნახატების შესახებ.
9
18.11
პრეისტორიული ქანდაკებები
10
25.11
შეჯამება

I  მეცადინეობა
 მოსწავლეებს გავაცანი წრის მიზნები და სამუშაო გეგმა. მოსწავლეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები წრის შესახებ, გავაცანი შემდეგი მეცადინეობის თემა.


II მეცადინეობა
მინი-ლექციის საშვალებით მოსწავლეებს მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ თუ რატომ გაჩნდა ხელოვნების სხვადასხვა დარგი ,როგორ მოქმედებს გარემო ადამიანზე და გარემოს რა ფაქტორები ზემოქმედებს ხელოვანის შემოქმედებაზე.

III მეცადინეობა
მოსწავლეებმა შეადარეს ერთმანეთს პრეისტორიული და დღევანდელი ხელოვნების ნიმუშები, რომლის სურათებიც იყო გამოკრული თვალსაჩინო ადგილას, ისაუბრეს მათ მსგავსება-განსხვავებაზე და შემდეგ შეეცადნენ თვითონვე შეექმნათ სურვილის მიხედვით რომელიმე ნიმუში. ბოლოს მოაწყვეს თავიანთი ნახატების პრეზენტაცია.

IV მეცადინეობა
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია, ფოტო, ვიდეო მასალები,  იმის შესახებ თუ რას  იყენებდნენ პრეისტორიულ ხანაში შემოქმედებით საქმიანობებისათვის, ეს არის მხატვრობა, სხვადასხვა ნივთების დამზადება.

V მეცადინეობა
მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფერებზე რომელსაც იყენებდნენ პრეისტორიულ ხანაში მოძიებული ინფორმაციის საფუძველზე ისაუბრეს ფერების მიღებისა და წარმოქმნის შესახებ
VI მეცადინეობა
მოსწავლეებმა შექმნეს ნახატები იმ ფერების გამოყენებით რომელსაც პრეისტორიულ ხანაში იყენებდნენ

VII მეცადინეობა
მოიძიეს ინფორმაცია ავსტრალიური რენტგენის შესახებ და გააკეტეს შედარება თანამედროვესა და მაშინდელ რენტგენებს სორის.

VIII მეცადინეობა
მოსწავლეები გაეცვნენ პიკასოს მოსაზრებებს პრეისტორიული ხელოვნების შესახებ
IX მეცადინეობა
მოსწავლეები გაიყვნენ წყვილებად ერთმა წყვილმა ბიბლიოთეკაში არსებული სახელმძღვანელოების საშვალებით მოიძიეს ფოტო მასალები პრეისტორიული ძეგლების შესახებ ხოლო მეორე წყვილმა ინტერნეტის საშვალებით მოიძია იგივე სურათები. შემდეგ გააკეტეს პრეზენტაცია პოუერ-პოინტ-ში და მოაწყვეს ჩვენება თან ისაუბრეს თავიანთი მოძიებული მასალების შესახებ.
X მეცადინეობა
წრის შეჯამება. შევაჯამეთ მთელი საწრეო მუშაობის განმავლობაში ჩატარებული აქტივობები, განვიხილეთ თუ რა ცოდნა მიიღეს ამ მუშაობიდან და არიან თუ არა კმაყოფილები, მოსწავლეებმა გამოთქვეს თავიანთი მოსაზრებები და გაუზიარეს ერთმანეთს შთაბეჭდილებები.



No comments:

Post a Comment

სოციალური პროექტის ავტორი თეიმურაზ გურეშიძე ასპინძის მუნიციპალიტეტი   სოფელი ო...